ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში, ქვეშეთში არის შენობები, რომელთაც აქვთ ისტორიული ღირებულებები.
თუ გინდა შეისწავლო ქვეყანა, უნდა გაიგო მისი ისტორია, ტრადიციები, ისტორიული ძეგლები. ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვესწავლა სოფელ ქვეშეთში არსებული ციხე-სიმაგრეები, ეკლესიები, კოშკები. აღმოჩნდა , რომ სოფელი მართლაც მდიდარია ასეთი კულტურული ფასეულობებით.
კითხვაზე პასუხის გასაცემად, დავგეგმეთ ახლომდებარე ნაგებობების მოძებნა და მათი შესწავლა.
ჰიპოთეზის მტკიცებულებები

“თადიაანთ ციხე” არის მეთორმეტე საუკუნის, რომელიც მოჩანს მთის წვერზე. შორიდან საგუშაგოს შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ადგილზე ნახვისას აღმოჩნდა, რომ მას უკან ჰქონდა შენობა, რომელიც შესაძლოა ეკლესია ყოფილიყო. სავარაუდოდ იგი მოსახლეობის მიერ გამოყენებული იყო არა მარტო სამლოცველოდ, არამედ თავშესაფრად მტერთა შემოსევების დროს.

აღსანიშნავია, რომ ეკლესიაში არის უძველესი ხატები, საკურთხეველი, რომლის კარზეც 1873 წლის ფრესკაა “თვით ანტონის ძე გეგელიძის მიერ” შესრულებული. იგი არის არა კედელზე არამედ ტილოზე, რომელიც დაზიანების შემდეგ აღუდგენიათ ხელით.
ჰიპოთეზის უარყოფა
კვლევის შედეგად ჩვენი ჰიპოთეზის უარმყოფელი ფაქტი არ შეგვხვედრია და არც ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპოდენტებს არ უარყვიათ, რომ ქვეშეთის ტერიტორიაზე არ არის ისტორიული ძეგლები.
დასკვნა
კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ქვეშეთში არის უამრავი ეკლესია და ციხე-სიმაგრე, რომლებიც იცავდნენ კიდეც მთის მოსახლეობას მტრის შემოსევებისაგან.
2 comments:
საინტერესო ინფორმაციაა ნამდვილად თუმცა ის აქამდეც ცნობილი იყო და დოკუმენტებშიც იყო აღნიშნული რომ ამ ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ძეგლია, ხოლო თქვენი გუნდის სახელიდან გამომდინარე კარგი იქნებოდა რაიმე ინდივიდუალური აღმოჩენა გაგეკეთებინათ. კეთილი სურვილებით . ანა გვასალია 63-ე სკოლა.
ინფორმაცია არის dალიან საინტერესო,წარმოდგენილია საინტერესო არგუმენტები,თუმცა კარგი იქნებოდა აღმოგეჩინათ რაიმე სიახლე რითაც მართლაც გაამართლებდით თქვენი ჯგუფის სახელს.
ლანა ჩერქეზიშვილი.ჯგუფი "stars"
Post a Comment