რა ისტორიული ძეგლებია სოფელ ქვეშეთში და რა არის ცნობილი მათ შესახებ?
ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში, ქვეშეთში არის შენობები, რომელთაც აქვთ ისტორიული ღირებულებები.
თუ გინდა შეისწავლო ქვეყანა, უნდა გაიგო მისი ისტორია, ტრადიციები, ისტორიული ძეგლები. ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვესწავლა სოფელ ქვეშეთში არსებული ციხე-სიმაგრეები, ეკლესიები, კოშკები. აღმოჩნდა , რომ სოფელი მართლაც მდიდარია ასეთი კულტურული ფასეულობებით.
კითხვაზე პასუხის გასაცემად, დავგეგმეთ ახლომდებარე ნაგებობების მოძებნა და მათი შესწავლა.
ჰიპოთეზის მტკიცებულებები
“თადიაანთ ციხე” არის მეთორმეტე საუკუნის, რომელიც მოჩანს მთის წვერზე. შორიდან საგუშაგოს შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ადგილზე ნახვისას აღმოჩნდა, რომ მას უკან ჰქონდა შენობა, რომელიც შესაძლოა ეკლესია ყოფილიყო. სავარაუდოდ იგი მოსახლეობის მიერ გამოყენებული იყო არა მარტო სამლოცველოდ, არამედ თავშესაფრად მტერთა შემოსევების დროს.
მაცხოვრის სახელობის თეთრი ეკლესია მეთომეტე საუკუნის ნაგებობაა. სამრეკლო შედარებით გვიანი პერიოდისაა. ეკლესიის გვერდით არის სოფლის სასაფლაო, სადაც ჭარბობს ბუჩუკურთა საძვლო. ასევე არის უძველესი წარწერები. მაგ: “ესე მე დავადევ ჩემს მეუღლეს სიმონ ბუჩუკურს მარიამ ქავთაროვმა 1885წ, მხილველნო შენდო უბრძანეთ.”
აღსანიშნავია, რომ ეკლესიაში არის უძველესი ხატები, საკურთხეველი, რომლის კარზეც 1873 წლის ფრესკაა “თვით ანტონის ძე გეგელიძის მიერ” შესრულებული. იგი არის არა კედელზე არამედ ტილოზე, რომელიც დაზიანების შემდეგ აღუდგენიათ ხელით.
ერთ გორაზე მოჩანს წმ. მარიამის სახელობის მეთორმეტე საუკუნის ეკლესია. შენობას გვერდით აქვს ნაგებობა, რომელსაც საგუშაგოს ფუნქცია გააჩნდა.
ჰიპოთეზის უარყოფა
კვლევის შედეგად ჩვენი ჰიპოთეზის უარმყოფელი ფაქტი არ შეგვხვედრია და არც ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპოდენტებს არ უარყვიათ, რომ ქვეშეთის ტერიტორიაზე არ არის ისტორიული ძეგლები.
დასკვნა
კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ქვეშეთში არის უამრავი ეკლესია და ციხე-სიმაგრე, რომლებიც იცავდნენ კიდეც მთის მოსახლეობას მტრის შემოსევებისაგან.
Monday, August 4, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)